გარანტიის პირობები

 

General.ge-ში შეძენილ საქონელზე საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს სერვის ცენტრი.

ცხელი ხაზის ტელეფონი: +995 593 905 908

მისამართი: თბილისი კახეთის გზატკეცილი 112 კილომეტრი, საქართველო

სამუშაო პერიოდი: ორშაბათი-შაბათი (10:00-18:00)

საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა სერვის ცენტრში უნდა წარადგინოს საგარანტიო ტალონი, რომელიც დამოწმებული იქნება სერიული ნომრითა და ბეჭდით. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი ქარხნული დეფექტის შეკეთება და საგარანტიო მომსახურება უფასოა.

საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება:

ნებისმიერი მექანიკური დაზიანება;

მაღალი ძაბვით გამოწვეული დეფექტები;

რემონტის თვითნებური (სერვის-ცენტრის ოსტატის გარეშე) შესრულების შემთხვევაში;

დეფექტები, გამოწვეული ნაკეთობის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილების შეტანის შედეგად;

დისტანციური პულტები (ყველა სახის ნაკეთობაზე);

გასულია საგარანტიო ვადა;

საგარანტიო მომსახურების ვადის გასვლის შემდეგ მომსახურება ფასიანია.